პროექტის სახელწოდება
|
ლადო ასათიანი
|
პროექტის მოკლე
აღწერა 1-2 წინადადებით
|
მოსწავლეები
გაეცნობიან პოეტის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებას
|
პროექტის სრული
აღწერა
|
მოსწავლეები
გაეცნობიან პოეტის ცხოვრებას,შემოქმედებას. მოიძიებენ ოჯახის, მეგობრების ფოტოებს,ვიდეოების
ბლოგებს.ასევე მოსწავლეები აქცენტს გააკეთებენ პოეტის მიერ სოფელ ბარდნალაში გატარებულ
ბავშვობაზე, თბილისში სხვადასხვა რედაქციაში მუშაობის წლებზე. მის სულიერ ნათესაობას
ფიროსმანთან,სამხედრო სამსახურში გაწვევას და მის მიერ განვლილ საბედისწერო წლებზე.
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეებს
განუვითარდეთ კვლევა-ძიების,ინფორმაციის მოპოვების ურთიერთთანამშრომლობის უნარი.
მუშაობის პროცესში გამოიყენონ თანამედროვე ისტ საშუალებები ინფორმაციის მოძიების,
დამუშავების,შენახვისა და გამოქვეყნებისთვის.
|
მონაწილეთა
ასაკი/კლასი
|
10-11 v კლასი
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
2 თვე
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
ფოტოალბომი,
ლექსების კრებული,პოეზიის კრებული, ხელნაწერები, პრეზენტაციის გაკეთება ბლოგში შექმნილი
მასალების მიხედვით
|
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები
|
ციფრული ფოტოაპარატი,
ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი, აუდიო ჩანაწერი
|
პროექტის მსვლელობა/აქტივობები
|
საჭირო მასალების
მოძიება ბიბლიოთეკაში, მუზეუმში(სოფელ ბარდნალაში), არქივებში,აგრეთვე ინტერნეტის
დახმარებით, დისკუსიის გამართვა, გამოფენის,
პრეზენტაციის მოწყობა.
ძირითადი აქტივობები:
პროექტის იდეის,
მიზნების და ვადების გაცნობა.
ჯგუფებად დაყოფა
და დავალებების განაწილება.
ჯგუფებს ეძლევათ
შემდეგი დავალებები: მოიძიონ ინფორმაციები ასათიანის ბავშვობის, ოჯახის, მეგობრების,
შემოქმედების, თბილისში სხვადასხვა რედაქციებში მუშობის წლებზე, მის სულიერ ნათესაობასთან
ფიროსმანთან, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან და მის მიერ განვლილ საბედისწერო წლების შესახებ.
მოზდენენ მოძიებული
ინფორმაციის ორგანიზებას
კონკრეტული
დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარდგენა, შესაბამისად მოამზადებენ
თითოეული მიმართულებით პრეზენტაციებს და შესაბამისად ფოტოლკოლაჟებს.
ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების
ანალიზი მოხდება
გაიმართება
დისკუსია თემაზე: ასათიანის ტრაგიკული ბედი.
ინდივიდუალურად
მოსწავლეებს მიეცემათ დამატებითი მითითებები
და რჩევები
საბოლოო შეჯერება და წარდგენა. თითოეული ჯგუფი
წარადგენს თავიანთ მიერ მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით.
მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ
მოძიებულ ფოტოს, ვიდეოს, აუდიო და სხვა მასალებს
|
სარგებელი სხვებისთვის
|
მივაწოდოთ სრულყოფილი
ელექტრონული ვერსია ლადო ასათიანის შემოქმედების შესახებ
|
სამუშაო ენა
|
ქართული
|
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
|
სხვადასხვა
საშუალებებით( ბიბლიოთეკა, მუზეუმი, ინტერნეტი..) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება.
ლიტერატურული ნაწარმოების, ბიოგრაფიის გაცნობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში
მონაწილეობა.
ისტორია-გაეცნობიან
ეპოქას, ტრადიციებს, იმ გამოჩენილ ადამიანებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ამ პერიოდში
გეოგრაფია-იგებენ
სოფელ ბარდნალას გეოგრაფიულ მდებარეობას.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
აზა ჯოჯუა
|
ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა
|
azzajojua@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/
ბლოგი/
|
http://azzajojua.blogspot.com/
|
Saturday, February 22, 2014
პროექტი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment